четверг, 10 декабря 2009 г.

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელი: ვიმეტყველოთ სწორად!_ კუთხური /გურული/ დიალექტი.

2.პროექტის მოკლე აღწერა:  შეგროვდება გურული  კუთხური სიტყვები და გამოთქმები და გამოიცემა ლექსიკონი-ბუკლეტი. 

3.პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეებს განემარტებათ პროექტის მიზნები, ამოცანები. კლასი დაიყოფა ჯგუფებად.ბავშვებს  მიეცემათ დავალება: შეაგროვოვონ  კუთხური /გურული/ სიტყვები და გამოთქმები. მასალები მოიძიონ ოჯახის წევრებთან,მეზობლებთან, ახლობლებთან, აიღონ  ინტერვიუ უფრო ხანდაზმული   ადამიანებისაგან

/თემა თავისუფალია/. ჩაინიშნონ კუთხური სიტყვები. მოძიებულ მასალას თავი მოუყარონ თავიანთი  ჯგუფის ლიდერებთან. შემდეგ მოხდება მასალის გაცხრილვა/ბარბარიზმებისაგან, ჟარგონისაგან./ დამზადდება ლექსიკონი-ბუკლეტი რამდენიმე ეგზემპლარად და საჩუქრად დაურიგდებათ უმცროსკლასელებს. 

4.მოსწავლეთა  ასაკი: 9 წლის.

5. ვადები /ხანგრძლივობა: 20 დღე.  

6.პროექტის  შესაძლო აქტივობები:

 ა) მოძიებული  მასალების გაცხრილვა ჯგუფებში./მსგავსი  მასალების მოძებნა და ჯგუფის და ჯგუფის საბოლოო მასალის წარმოდგენა./

ბ)ყველა ჯგუფის ნამუშევრების გაცხრილვა./მსგავსი მასალების ამოგდება./

გ) ბუკლეტის შექმნა ჯგუფებში  და  საუკეთესო საბოლოო   ვარიანტის შერჩევა.

დ)  ბუკლეტის შექმნა და გამრავლება. 

  1. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება კუთხური/გურული/ დიალექტის  ლექსიკონი-ბუკლეტი.
  1. სარგებელი სხვებისათვის: დაეხმარება  ყველა  დაინტერესებულ მოსწავლეს/პირს/ იმეტყველონ სწორად, სალიტერატურო ენით./კუთხური სიტყვებისა და  გამოთქმების  გარეშე. 

9.სამუშაო ენა- ქართული ენა.

  1. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა. 
  1. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

სალიტერატურო ენით მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.

     სავარაუდოა, დაგვჭირდეს კონსულტაციები ბიოლოგიის მასწავლებლებთან/ბევრ მცენარეს აქვს კუთხური  სახელი/, ფილოლოგებთან.

  1. პროექტის  ფასილიტატორი: დარეჯან ჭირაქაძე.
13. ფასილიტატორის ელ/ფოსტა: darejan55@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий