1.პროექტის სახელი: ვიმეტყველოთ სწორად!_ კუთხური /გურული/ დიალექტი.
2.პროექტის მოკლე აღწერა: შეგროვდება გურული კუთხური სიტყვები და გამოთქმები და გამოიცემა ლექსიკონი-ბუკლეტი.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს განემარტებათ პროექტის მიზნები, ამოცანები. კლასი დაიყოფა ჯგუფებად.ბავშვებს მიეცემათ დავალება: შეაგროვოვონ კუთხური /გურული/ სიტყვები და გამოთქმები. მასალები მოიძიონ ოჯახის წევრებთან,მეზობლებთან, ახლობლებთან, აიღონ ინტერვიუ უფრო ხანდაზმული ადამიანებისაგან
/თემა თავისუფალია/. ჩაინიშნონ კუთხური სიტყვები. მოძიებულ მასალას თავი მოუყარონ თავიანთი ჯგუფის ლიდერებთან. შემდეგ მოხდება მასალის გაცხრილვა/ბარბარიზმებისაგან, ჟარგონისაგან./ დამზადდება ლექსიკონი-ბუკლეტი რამდენიმე ეგზემპლარად და საჩუქრად დაურიგდებათ უმცროსკლასელებს.
4.მოსწავლეთა ასაკი: 9 წლის.
5. ვადები /ხანგრძლივობა: 20 დღე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:
ა) მოძიებული მასალების გაცხრილვა ჯგუფებში./მსგავსი მასალების მოძებნა და ჯგუფის და ჯგუფის საბოლოო მასალის წარმოდგენა./
ბ)ყველა ჯგუფის ნამუშევრების გაცხრილვა./მსგავსი მასალების ამოგდება./
გ) ბუკლეტის შექმნა ჯგუფებში და საუკეთესო საბოლოო ვარიანტის შერჩევა.
დ) ბუკლეტის შექმნა და გამრავლება.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება კუთხური/გურული/ დიალექტის ლექსიკონი-ბუკლეტი.
- სარგებელი სხვებისათვის: დაეხმარება ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს/პირს/ იმეტყველონ სწორად, სალიტერატურო ენით./კუთხური სიტყვებისა და გამოთქმების გარეშე.
9.სამუშაო ენა- ქართული ენა.
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სალიტერატურო ენით მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.
სავარაუდოა, დაგვჭირდეს კონსულტაციები ბიოლოგიის მასწავლებლებთან/ბევრ მცენარეს აქვს კუთხური სახელი/, ფილოლოგებთან.
- პროექტის ფასილიტატორი: დარეჯან ჭირაქაძე.